“ის აქ არის, მაგრამ ის აქ არ არის.“
Contrast Effect
ის ადამიანები, ვინც ჩვენს ცხოვრებაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობს — მშობლები, მეგობრები, ნათესავები — იშვიათად აღგვიქვამს როგორც დინამიურად ცვლად, ინდივიდებად.
ადამიანის აღქმა მუშაობს ეკონომიური პრინციპით: ტვინი მაქსიმალურად ზოგავს ენერგიას და ცვლადი ადამიანის ნაცვლად მათ სტატიკურ „ხატს“ ინახავს (Snapshot). გონება ქმნის ადამიანების მოდელს, რომელიც შემდეგ სტაბილურად ინახება. ეს მოდელი არ არის სრული ისტორიული ჩანაწერი; ის არის კომპაქტური კონსტრუქცია, რომელიც აერთიანებს ემოციურ გამოცდილებას, მეხსიერების ფრაგმენტებს და ურთიერთობის ნარატივებს.
ამიტომ ხშირად უცნაურ ფენომენს ვაწყდებით: ჩვენ ვხვდებით ადამიანს, რომელიც ობიექტურად იგივე პიროვნებაა, მაგრამ აღქმით აღარ ემთხვევა ჩვენს ძველ წარმოდგენას მასზე. ბავშვობის მეგობარი შეიძლება ზრდასრულობაში სრულიად სხვა ადამიანად მოგვეჩვენოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცვლილება რეალურად ნელა და თანმიმდევრულად მიმდინარეობდა.
ამის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ არ ვიყავით ამ ცვლილებების მუდმივი დამკვირვებელი. გონებაში შენახული მოდელი დარჩა ძველი, ხოლო რეალური ადამიანი დროთა განმავლობაში შეიცვალა.
ამ ეფექტს კარგად აჩვენებს სიტუაცია, როცა დიდი ხნის შემდეგ ვხვდებით ადამიანს, ვის განვითარების პროცესს არ ვესწრებოდით. მასაც შეიძლება ჩვენი ისევ ძველი ვერსია ახსოვდეს. ჩვენ კი უკვე სხვა გამოცდილებები, სხვა ქცევები და სხვა იდენტობა შევიძინეთ.
შედეგად წარმოიქმნება აღქმის ასიმეტრია: ერთი მხარე ურთიერთობს წარსულის მოდელთან, მეორე — აწმყოს რეალურ პიროვნებასთან.
ამავე დროს საინტერესოა, რომ ეს ყოველთვის არ იწვევს ადამიანის გაუცხოებას. ზოგჯერ ბავშვობის მეგობართან შეხვედრა ჩვენში კვლავ დავიწყებულ ემოციებს აღძრავს. თითქოს ძველი ურთიერთობის ატმოსფერო ისევ დაბრუნდა. ეს მიუთითებს, იმას რომ აღქმა დამოკიდებულია არა მხოლოდ ცვლილებაზე, არამედ იმაზე, რამდენად ემთხვევა ახალი მოდელი დამახსოვრებულ ძველ მოდელს.
სხვა სიტყვებით, პრობლემა თავად ცვლილება კი არ არის. პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ახალი ვერსია კონფლიქტში შედის იმ მოდელთან, რომელიც გონებაშია შენახული.
ეს განსაკუთრებით მკაფიო ხდება ასაკის მატებასთან ერთად. როცა ადამიანები ახალგაზრდები არიან და ერთმანეთთან რეგულარული კონტაქტი აქვთ, მოდელები მუდმივად ახლდება. მაგრამ დროის გასვლასთან ერთად, კონტაქტი იშვიათდება, გამოცდილებები განსხვავდება და შენახული მოდელები უფრო და უფრო ძველდება.
ამ პროცესს ემატება კიდევ ერთი ფაქტორი — ჯანმრთელობის და კოგნიტიური რესურსების ცვლილება. როცა ასაკი იზრდება, ან ჯანმრთელობა სუსტდება, ადამიანის ქცევა და ემოციური რეგულაცია ხშირად იცვლება. ზოგჯერ ეს ცვლილება იმდენად ძლიერია, რომ ძველი მოდელის აღდგენა რთული ხდება. დარჩენილი აღქმა უფრო ზედაპირულ ნიშნებს ეყრდნობა — ხმას, გამომეტყველებას და ხასიათის ყველაზე თვალსაჩინო თვისებებს.
ამის უკიდურესი მაგალითია ძალიან მოხუცი ადამიანი განსაკუთრებით სიცოცხლის ბოლო ეტაპზე. ამ დროს ხშირად ოჯახის წევრებს უჩნდებათ განცდა რომ „ეს ჩემი ბებია/ბანუა აღარ არის“ „ეს ის ადამიანი აღარ არის, ვისაც ვიცნობდი“. ფიზიკურად იგივე ადამიანია, მაგრამ ქცევა, ემოციური რეაქციები, მეხსიერება და პიროვნული სტილი იმდენად შეიცვალა, რომ გონებაში არსებული მოდელი აღარ ემთხვევა რეალობას.
ამ სიტუაციას ფსიქოლოგიური ლიტერატურა აღწერს როგორც Ambiguous Loss (ბუნდოვანი დანაკარგი) — დანაკარგის განცდა, როცა ადამიანი ფორმალურად ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მისი ადრე ნაცნობი პიროვნული ფორმა აღარ არის ხელმისაწვდომი.
პოლინ ბოსის მიერ დამკვიდრებული ეს ტერმინი საუკეთესოდ ხსნის იმ გლოვას, რომელსაც ადამიანი განიცდის ცოცხალი ახლობლის მიმართ:
„ის აქ არის, მაგრამ ის აქ არ არის.“ ეს მდგომარეობა უფრო რთული გადასატანია, ვიდრე ფიზიკური სიკვდილი, რადგან გლოვის პროცესი ვერ სრულდება — ობიექტი მუდმივად გახსენებს იმას, რაც დაკარგე (მის ძველ ვერსიას).
ამასთან ერთად მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი: ადამიანების შესახებ შენახული მოდელები იშვიათად არის ნეიტრალური. ისინი ხშირად შეიცავს ნოსტალგიურ იდეალიზაციას. წარსულის ახლობლები ხშირად გვახსოვს მათი საუკეთესო მომენტებით — ყველაზე თბილი ეპიზოდებით, ყველაზე ძლიერი დადებითი ემოციებით. მეხსიერება ამ ფრაგმენტებს უფრო ძლიერად ინახავს, ვიდრე ჩვეულებრივ ყოველდღიურ ქცევებს.
შედეგად, გონებაში არსებული მოდელი ხშირად წარმოადგენს არა საშუალო რეალობას, არამედ საუკეთესო ვერსიას.
როდესაც რეალური ადამიანი აღარ შეესაბამება ამ საუკეთესო ვერსიას, წარმოიქმნება საინტერესო აღქმის ეფექტი. ცვლილება არ აღიქმება უბრალოდ როგორც განსხვავება. ხშირად ის აღიქმება საწინააღმდეგო მიმართულებად.
ეს ფენომენი შეიძლება აიხსნას პერცეფციული Contrast Effect-ით. როცა შედარების საწყისი წერტილი ძალიან მაღალია — იდეალიზებული მოდელი — ნებისმიერი გადახვევა მისგან აღიქმება გადიდებულად. ადამიანი შეიძლება რეალურად უბრალოდ განსხვავებული იყოს, მაგრამ აღქმით ის ხდება ძველი ვერსიის ანტიპოდი.
ეს მექანიზმი ხსნის, თუ რატომ ვბრაზდებით ხშირად საყვარელ ადამიანებზე, როცა ისინი ბერდებიან ან იცვლებიან — ჩვენ მათ ვსჯით არა იმისთვის, ვინც არიან, არამედ იმისთვის, რომ მათ „უღალატეს“ ჩვენს მეხსიერებაში არსებულ იდეალიზებულ მოდელს. ამის მარტივი ანალოგია ტემპერატურის აღქმაა: თუ დიდი ხნით ვიმყოფებით ძალიან თბილ ოთახში, შემდეგ ნეიტრალური ტემპერატურაც ცივად გვეჩვენება. აღქმა მუშაობს შედარების პრინციპით.
Creeping normality არის ფენომენი, როცა ნელა-ნელა მომხდარი ცვლილებები იმდენად მცირე ნაბიჯებით ხდება, რომ ადამიანები ვერ ამჩნევენ რამდენად შეიცვალა მდგომარეობა საწყისი მდგომარეობასთან მიმართებაში.
ამას ხშირად ახლავს ძლიერი ემოციური რეაქცია — გაღიზიანება ან აგრესია. ამ რეაქციის უკან რამდენიმე ფსიქოლოგიური მექანიზმი მოქმედებს.
პირველი არის idealization → devaluation ციკლი, რომელიც აღწერილია object relations theory-ში.
მეორე მექანიზმი არის ნარცისული ტკივილი.
მესამე მექანიზმი შეიძლება იყოს ღალატის სქემა.
როდესაც ძველი მოდელი აღიქმება როგორც „ნამდვილი“ ვერსია, ნებისმიერი განსხვავება შეიძლება ქვეცნობიერად კოდირდეს როგორც ღალატი.
prediction error
აქ შემოდის კოგნიტური დისონანსი და აღქმის ასიმეტრია: როდესაც რეალობა და სქემა ერთმანეთს არ ემთხვევა, ტვინი განიცდის დისკომფორტს. ასიმილაციის დროს ჩვენ ვცდილობთ ახალი ქცევა ძველ ჩარჩოში ჩავსვათ (მაგ: „ბებია უბრალოდ დაიღალა, ამიტომაა უხეში“). როცა ასიმილაცია შეუძლებელია, სქემა უნდა დაინგრეს (აკომოდაცია), რაც მტკივნეულია. სწორედ აქ ირთვება აგრესია, როგორც ამ ტკივილისგან თავდაცვის მექანიზმი.
ეს ასიმეტრია განსაკუთრებით თვალსაჩინოა მშობლისა და შვილის ურთიერთობაში. მშობელი ხშირად ვერ აღიარებს შვილში პროგრესს, ხოლო შვილი ძალიან მკაფიოდ ხედავს მშობლის რეგრესს. მშობლისთვის შენი ისტორია იწყება იმ ეტაპიდან, როცა იყავი სრულიად დამოკიდებული — მათი ფსიქიკური მოდელი ამ საწყის მდგომარეობაზეა აგებული. ამიტომ შენი განვითარება მათთვის აღიქმება როგორც იგივე ისტორიის გაგრძელება და არა როგორც ახალი იდენტობა.
შვილის პერსპექტივა საპირისპიროა: მშობელს პირველად ხედავს ძლიერ, ავტორიტეტულ ფიგურად. ამიტომ როცა ასაკი ან ჯანმრთელობა იცვლება, ეს ცვლილება ბევრად უფრო მკვეთრია. მშობლისთვის baseline არის „ბავშვი“, ამიტომ პროგრესი ნაკლებად დრამატულია.
შვილისთვის baseline არის „ძლიერი მშობელი“, ამიტომ დაქვეითება აღიქმება ბევრად უფრო მტკივნეულად. ეს არის პერსპექტივის ასიმეტრია სოციალურ აღქმაში: მშობელი ხშირად ვერ ხედავს შვილის პროგრესს, რადგან მისი reference model ბავშვობაა; შვილი კი განსაკუთრებით ამჩნევს მშობლის რეგრესს, რადგან მისი reference model ძალა და ავტორიტეტია.
მნიშვნელოვანია ხაზგასმა, რომ ეს ფენომენი თავისთავად არ არის პათოლოგიური. იდეალიზაცია, სქემატური აღქმა და contrast effect სოციალური კოგნიციის ნორმალური მექანიზმებია. პრობლემა ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მექანიზმები სისტემატურად ბლოკავს ახალი ინფორმაციის ინტეგრაციას. ანუ მაშინ, როცა ადამიანი აგრძელებს ურთიერთობას არა რეალურ პიროვნებასთან, არამედ მისი წარსული მოდელის „აჩრდილთან“.
ამ პროცესის გასაგებად საჭიროა რამდენიმე ფსიქოლოგიური მექანიზმის გათვალისწინება. ადამიანის შესახებ შენახული წარმოდგენები აღწერილია როგორც internal working models ან person schemas. ამ მოდელების შენარჩუნებას ხელს უწყობს schema maintenance bias და motivated cognition. ზოგჯერ ჩვენ უბრალოდ არ გვინდა, რომ ახლობელი შეიცვალოს, რადგან ეს ცვლილება ანგრევს ჩვენი ურთიერთობის საფუძველს.
ურთიერთობებს ასევე აქვს transactive memory ფუნქცია: ახლობლები ხშირად გვემსახურებიან როგორც სოციალური „გარე მეხსიერება“. როდესაც ადამიანი ძლიერ იცვლება, ჩვენ ვკარგავთ ამ კოგნიტიური ინფრასტრუქტურის ნაწილსაც.
და ბოლოს, აღქმის დისონანსი შეიძლება გაძლიერდეს იმით, რასაც ზოგჯერ ადარებენ Uncanny Valley (არაამქვეყნიური ხეობის) ეფექტს: სიტუაციას, როცა ვცნობთ ადამიანს, მაგრამ ამავე დროს ვერ ვცნობთ. როცა ჩვენს ახლობელს ვუყურებთ, რომელიც გარეგნულად იგივეა, მაგრამ მისი „პიროვნული პროგრამა“ შეცვლილია, ჩვენს ქვეცნობიერში არაპრიგნოზირებადობის აღმოჩენის გამო ბიბადება უსაფრთხოების დარღვევის განცდა. რადგან ჩვენ აღარ ვიცით, რას ველოდოთ მისგან.
ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის იმ ფენომენს, როცა ადამიანი, რომელიც რეალურად უბრალოდ შეიცვალა, აღქმაში შეიძლება გადაიქცეს ძველი მოდელის საპირისპირო ვერსიად — და სწორედ ამ შეუსაბამობიდან იბადება გაუცხოება, სევდა, ბრაზი და აგრესია.
ნამდვილი სიყვარული და მიმღებლობა სინამდვილეში არის ჩვენს გონებაში არსებული მოდელების მუდმივ განახლების უნარში. ეს მოითხოვს კოგნიტურ ძალისხმევას — დავინახოთ ადამიანი დღეს, აქ და ახლა, ისეთი რიგორიც არის და არა ჩვენს ნოსტალგიურ მეხსიერებაში დამახსოვრებული ჩრდილი რომელიც აღარ არსებობს.
#კოგნიტურიმეცნიერება #ნეიროფსიქოლოგია #ფსიქოლოგია #PredictiveCoding #CognitiveScience #Neuroscience #RealityDeconstructor #პიროვნება #ცნობიერება
#AmbiguousLoss #FTD #FrontotemporalDementia #დემენცია #ფსიქოანალიზი #სოციალურიკოგნიცია #გაუცხოება #SickRole #RelationshipDynamics
#ეგზისტენციალიზმი #იდენტობა #დეკონსტრუქცია #RealityCheck #SelfContinuity #ფილოსოფია #MentalModels #შინაგანიმოდელი


